მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მირზა გელაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

სს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის თავად მირზა გელაშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო და ის პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო სანქცირებას არ უკავშირდება.

ამასთან, მირზა გელაშვილი არ უარყოფს, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ე.წ. რუსულ კანონს და მის გამო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება.

“არ ვთვლი, რომ ფინანსთა სამინისტროს ამ პროცესებთან რაიმე კავშირი აქვს, თუმცა ბუნებრივია, ეს საჯარო სექტორში დასაქმებულების მოტივაციაზე დადებითად არ მოქმედებს", - უთხრა მან Bm.ge-ს.

მირზა გელაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ linkedin-ზეც დაწერა:

"საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ.

კოლეგებს და პარტნიორებს—განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე—მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪საქართველოს მომავალი ევროპაშია", - დაწერა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები