მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მირზა კეზევაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა - ალექსანდრე დარახველიძე

მირზა კეზევაძე

"ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მირზა კეზევაძემ სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მისი თქმით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა, იოსებ მარგველაშვილმა დატოვა. მანაც საკუთარი განცხადების საფუძველზე.

შეგახსენებთ, 10 ივნისს ცნობილი გახდა რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა თანამდებობა დატოვა. მიზეზად აქაც პირადი გადაწყვეტილება დასახელდა

„ბატონი მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან. მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და წავიდა სამსახურიდან. არანაირ გაშვებას არ ჰქონია ადგილი, საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები“, — განაცხადა დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

დარახველიძის თქმით, მირზა კეზევაძის წასვლა „არ უკავშირდება რაიმე კონკრეტულ ფაქტს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა პროცესებს“.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მირზა კეზევაძეს სანქციები გასული წლის დეკემბერში დაუწესა. ჩეხეთმა 30 იანვარს დაასანქცირა. კეზევაძე მიმდინარე წლის 10 აპრილს დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა.

მიზეზები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კეზევაძე შეიყვანა იმ პირების სიაში, ვინც, მათი თქმით:

  • პირდაპირ მონაწილეობდა ან ორგანიზებდა ძალადობრივ ქმედებებს 2024 წლის აპრილის და მანამდე გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე საქართველოში;
  • იყო პასუხისმგებელი მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების დაქვეითებაზე, მათ შორის პროტესტის მონაწილეთა მიმართ გადამეტებულ ძალადობაზე.

აშშ-ის სანქციები მოიცავს: ვიზის აკრძალვას და ფინანსური აქტივების გაყინვას, თუ ასეთი იარსებებს აშშ-ის იურისდიქციაში.

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისმა განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა იმ პირებზე, რომლებიც:

  • მონაწილეობდნენ დემოკრატიული პროტესტის დარბევაში;
  • უწყობდნენ ხელს სიტყვის თავისუფლებისა და ასოციაციის უფლების დარღვევას.

დიდი ბრიტანეთის სანქციებიც გულისხმობს: ანგარიშებისა და აქტივების გაყინვას ქვეყანაში და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები