მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მირზა-შაფის მშენებლობის დაწყება 2018 წელს იგეგმება

5a2a94a7b979d
სალომე მეცხვარიშვილი
10.12.17 12:00
1972
მირზა-შაფის მშენებლობაზე ტენდერი 2018 წლის დასაწყისში გამოცხადდება. პროექტის განმახორციელებული კომპანიის CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს ხელმძღვანელი გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ ამჟამად ტენდერის დოკუმენტაციაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ოქტომბერში სვანიძემ საქმის კურსს განუცხადა, რომ პროექტზე სამშენებლო ნებართვები თითქმის სრულად შეთანხმებულია და პროექტი 35%-ით შემცირდა.

"ძველი პროექტი აბსოლუტურად ჩაიხსნა, ორ ნაწილად გაიმიჯნა, შუაში გადმოვიდა ჩანჩქერი, ე.წ პიაცა გაკეთდა და დიდი საზოგადოებრივი სივრცე, რაც ძალიან ეფექტურია და მოუხდა ადგილს",- განაცხადა გიორგი სვანიძემ.

პროექტი უკვე რამდენიმე წელია მუშავდება. მის მიმართ არაერთი შენიშვნა ჰქონდა არქიტექტურის სამსახურს და გარემოსდამცველებს.

პროექტში 60 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს და 1200-მდე ადამიანი უნდა დასაქმდეს. პროექტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2-4 სართულიანი ტერასიანი შენობების, ბიზნესცენტრების, ბუტიკ-ოტელების, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული სახლების, საგამოფენო დარბაზების მშენებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები