მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მირზა შაფის ქუჩაზე 60-ნომრიანი სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება - ფოტო

5a54cba93e913
სალომე მეცხვარიშვილი
09.01.18 18:00
3340
მირზა შაფის ქუჩაზე 60-ნომრიანი სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება. პროექტს ისრაელური ინვესტიციით დეველოპერული კომპანია MCI Project ახორციელებს.
კომპანიის თანამდამფუძნებელი ია ჩანტლაძე bm.ge-სთან აცხადებს, რომ სასტუმრო 2-3- სართულიან შენობებს მოიცავს და პროექტი სრულად შეესაბამება ძველი თბილისის არქიტექტურას.

ია ჩანტლაძის თქმით, პროექტი 8 წლის განმავლობაში მუშავდებოდა და ყველანაირი ინსტანცია გაიარა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს დიზაინის ნაწილი გახდება კლდე, რომელთანაც შენობა შენდება. ამასთან, სასტუმროს ფასადი სხვადასხვა სტილის აგურისგან იქნება დამზადებული და სამშენებლო მასალის წყობა ქართული ხალიჩის დიზაინს შექმნის.

ბუტიკ სასტუმროში განთავდება რესტორანი, სპა, პარკინგი.

ინსვეტიციის საერთო მოცულობა 12 მილიონი დოლარია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები