მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიშელ და ბარაკ ობამები ჩიკაგოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად 2 მილიონ დოლარს გადარიცხავენ

5911809d382af
BM.GE
09.05.17 12:40
947
ბარაკ და მიშელ ობამები ჩიკაგოს ჩრდილოეთ ნაწილში, სამუშაო ადგილების შესაქმნელად 2 მილიონ აშშ დოლარს გადარიცხავენ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"მე და მიშელი ჩვენი პირადი დანაზოგიდან 2 მილიონს გადავრიცხავთ იმისთვის, რომ ზაფხულში ხალხს სამუშაო ჰქონდეს", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

მისივე განმარტებით, ოთხი წლის შემდეგ ჩიკაგოში, დექსონ-პარკში სპეციალური ცენტრ-მუზეუმი გაიხსნება, რომელიც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფუნქციას შეასრულებს და ამავე დროს, ობამას ფონდის შტაბ-ბინა იქნება.

"ჩვენ არ გვინდა აღნიშნულ ოთხ წელიწადს დაველოდოთ, ჩვენი სურვილია, ახლავე დავეხმაროთ ადამიანებს", - დასძინა ექსპრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები