მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მისი განცხადებების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, ადამიანი ჩვეულებრივი ოსტაპ ბენდერია - პაპუაშვილი ბაჩიაშვილზე

პარლ

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებებს უნდობლობით უყურებს და მას „დადასტურებულ ოსტაპ ბენდერს“ უწოდებს. პაპუაშვილის შეფასებით, ბაჩიაშვილი მაქინატორია, რომელიც საზოგადოებით მანიპულირებს და მის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს სერიოზულად არ უნდა შეხედონ.

„ადამიანი არის ჩვეულებრივი, დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს რაღაც ადამიანის აზრებით. რა თქმა უნდა, მისი განცხადებების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია,“ — განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბაჩიაშვილმა “მილიარდიანი თაღლითობა” ჩაიდინა და „გაქნილობით“ მანქანაში სამალავი გააკეთა, რითაც საქართველო დატოვა.

„ვნახეთ, რომ მის განცხადებაში თაღლითობა ჩადებული იყო, თითქოს ის მთელი ეს პერიოდი სამარტოო საკანში იმყოფებოდა. ეს არის ტყუილი. პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, რომ ის იმყოფებოდა ოთხადგილიან საკანში და სხვადასხვა დროს სხვადასხვა პატიმრებთან ერთად იყო. ასე რომ, ოსტაპ ბენდერის სიტყვა არ დაიჯერება,“ — განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია მოკვლევა, რათა დადგინდეს მომხდარის ყველა დეტალი.

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელია, ამჟამად გლდანის N8 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. მისი განცხადებით, 11 ივლისს მასზე ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა. ბაჩიაშვილი წერს, რომ თავდასხმამდე, 3 დღით ადრე 8 ივლისს, დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა ის ცალკე დაიბარა და „მეგობრულად ურჩია“, ბიძინა ივანიშვილს მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ბირჟების ბრუნვები და სხვა ფინანსური მონაცემები მიეწოდებინა.

მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება უკვე განხორციელდა ფაქტი კი 2 მსჯავრდებულს შორის დაპირისპირებაა...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები