მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მისო-ები "შავ სიაში" მოხვედრილ სოციალურად დაუცველებს ვალს "ქართუს" გარეშე ჩამოაწერენ

5c0907f8afc44
თელარა გელანტია
06.12.18 15:27
2489
12 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ სოციალურად დაუცველ პირებს ვალებს უსასყიდლოდ ჩამოაწერს.

ამის შესახებ bm.ge-ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა ბესო შენგელიამ განუცხადა.

„12-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველი პირების ვადაგადაცილებული და ე.წ. უიმედო სესხების ჩამოწერის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, 12 მისო არ გაყიდის თავის პორტფელზე „ქართუ ფონდზე“ და ამ კატეგორიის მსესხებლებს უბრალოდ, გაუნულებს სესხებს; თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვიცით, კლიენტების რა ნაწილია სოციალურად დაუცველი, ამიტომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავიანთ ბაზებს გადაუგზავნიან სოციალური მომსახურების სააგენტოს, რათა სია დაზუსტდეს“, - განმარტა შენგელიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება მოითხოვს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რათა ვალების ჩამოწერის შემდეგ მისო-ები არ დაიბეგრონ.
„შეთანხმება მიღწეულია და რამდენადაც ვიცით, საგადასახადო კოდექსში ეს ცვლილება შევა“, - აღნიშნა ბესო შენგელიამ.

რაც შეეხება იმას, რამდენი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ერთვება ე.წ. სესხების განულების აქციაში, რომლის ფარგლებში საფინანსო ინსტიტუტებისგან ვალებს ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ შეისყიდის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოაციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საბოლოო რაოდენობა ჯერ კიდევ არაა ცნობილი.
„მიმდინარე კვირის დასაწყისში 8 მისო იყო თანახმა, მაგრამ მათ კიდევ ემატებიან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ამიტომ პროცესი გაიწელა“, - აღნიშნა მან.

შესაბამისად, ჯერჯერობით, უცნობია იმ მსესხებელთა რაოდენობა, ვისაც ე.წ. სესხების განულება შეეხება და ასევე, სესხების ჯამური ძირი თანხა, რომლის სავარაუდოდ, 9%-საც გადაუხდის საფინანსო ინსტიტუტებს ივანიშვილის ფონდი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები