მიკროსაფინანსო სექტორს მოგება გაეზარდა. გასულ წელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 125.3 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წლიურად 11.6 მლნ-ით ანუ 10%-ით არის გაზრდილი. გაიზარდა მისო-ების საკრედიტო პორტფელიც. ამ დროისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 1.7 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1. 573 მლრდ ლარი იყო. სულ გაცემული სესხების რაოდენობა 850 554-ს შეადგენს. გაცემული სესხების წმინდა ზრდა 23 373 -ია. მიკროსაფინანსო სექტორის დაკრედიტების ძირითად სეგმენტს კვლავ ფიზიკური პირები წარმოადგენენ. სწორედ მათზეა გაცემული 1.67 მლრდ ლარის სესხები. პორტფელის უდიდესი წილი - 831 მლნ კი სალომბარდე სესხებს უჭირავს. გაიზარდა მისოების აქტივების მოცულობაც, რამაც 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა - როგორი იყო 2023 წელი სექტორისთვის, რა ტენდენციებია ბაზარზე და როგორია მოლოდინები?
სტუმარი: ნინო დევდარიანი - „საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარე;