მიკროსაფინანსო სექტორში არსებულ ტენდენციებზე ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში. სექტორი ზრდას აჩვენებს. მისოებმა წელი 30 მილიონიანი მოგებით დაიწყეს, მეორე კვარტალში კი წმინდა მოგება 24,7 მილიონი ლარით გაზარდეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 54,7 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს. მეორე კვარტლის მდგომარეობით, ბაზარზე 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს, მათთვის შემოსავლების მთავარ წყაროდ კვლავ სალომბარდე სესხები რჩება,
რომლის პორტფელიც 806,4 მილიონ ლარს აჭარბებს. მეორე კვარტლის მდგომარეობით ჯამში მისოებს 1,6 მილიარდ ლარზე მეტი სესხი აქვთ გაცემული. რის ხარჯზე გაიზარდა სექტორი და ზრდის კიდევ რა პოტენციალი აქვს მას?
სტუმარი: ნინო დევდარიანი - საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;