მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mistral AI-მ ფლაგმანური მოდელი - Mistral Large 4 წარადგინა

Mistral Large 4

ფრანგულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Mistral AI-მ ახალი ფლაგმანური მოდელი Mistral Large 4 საჯარო ტესტირებისთვის წარადგინა. არსებული ინფორმაციით, ახალი სისტემა ტექსტისა და ფოტოების ერთდროულ დამუშავებას უზრუნველყოფს და მაღალი გამოთვლითი ეფექტიანობით გამოირჩევა.

კომპანიის ხელმძღვანელობის შეფასებით, სისტემა საერთო მაჩვენებლებით მსოფლიოს საუკეთესო ღია მოდელების რიგებში შედის და ამერიკულ და ევროპულ ალტერნატივებსაც კი უსწრებს. ამასთან, ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ჩინურ კონკურენტებთან არსებულ ჩამორჩენის პრობლემასაც აგვარებს.

ახალი სისტემის მთავარ უპირატესობას აგენტური შესაძლებლობებია. Mistral Large 4 დამოუკიდებლად უმკლავდება იმ რთულ კორპორაციულ ამოცანებს, რომელთა გადაჭრაც სპეციალისტებისგან მრავალსაათიან მუშაობას მოითხოვს. პროგრამამ კოდის წერის, მონაცემთა ანალიზისა და მოთხოვნების დამუშავების საკვანძო ტესტებში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. პარალელურად, მოდელს როგორც სისტემური ჟურნალების შემოწმება და კოდის აუდიტი, ისე პოტენციური მოწყვლადობების გამოსავლენად შეტევითი კიბერუსაფრთხოების ზომების მიღებაც შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ მოდელი მონაცემთა გადამოწმებისა და ფაქტობრივი სიზუსტის შენარჩუნების კუთხით ყველა არსებულ დახურულ სისტემას უსწრებს. ეს მექანიზმი ჰალუცინაციების გენერირების რისკებს ამცირებს და პასუხებს გარე სანდო დოკუმენტებზე დაყრდნობით აყალიბებს.

სისტემას აერო და სატელიტური ფოტოების დეტალური ანალიზი და რუკებზე ტყის ხანძრების შესაძლო კერების იდენტიფიცირებაც კი შეუძლია. ამას გარდა, პროგრამა 160-ზე მეტ ენაზე, მათ შორის ევროკავშირის ყველა ოფიციალურ, ლათინურ და არალათინურ დამწერლობაზე თავისუფლად პასუხობს.

Mistral Large 4-ის სრული ვერსია 27 ოქტომბერს გამოვა. მანამდე კი ტექნოლოგიური კომპანია მოდელის დახვეწას დეველოპერებისა და სპეციალისტების შეფასებების საფუძველზე გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები