მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიტანის სერვისების აპლიკაციებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა 40%-იან წლიური ზრდის მაჩვენებელს ინარჩუნებს - კვლევა

სერვისი

მიტანის სერვისების აპლიკაციებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა 2023 წლის პირველ ნახევარშიც ინარჩუნებს მაღალ, 40%-იან წლიური ზრდის მაჩვენებელს. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია.

კვლევის მიხედვით, გაზრდილია ადგილობრივი საკურიერო გზავნილებიც წილიც, რაც ქვეყნის ფარგლებში ელ.კომერციის განვითარებაზე მიუთითებს.

რაც შეეხება, ელექტრონული კომერციის ბაზარს, კვლევის მიხედვით, იგი საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება. ელექტრონული კომერციის შეფასებულმა ბაზრის ზომამ 2022 წელს 1,300 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 82%-იან ზრდას ნიშნავს. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში კი ბაზრის ზომა 1,026  მლნ ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, Covid-19 პანდემიის დაწყებამ მიტანის სერვისების პოპულარობა განაპირობა და აღნიშნულ წელს მიტანის სერვისების კომპანიების შემოსავლების 203%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები