მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწისძვრის გამო ნიუ-იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა შეწყდა

სს

აშშ-ს შტატ ნიუ-ჯერსიში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ცნობით, რყევა იგრძნობოდა ნიუ-იორკშიც და მიმდებარე ტერიტორიებზე.

მიწისძვრის მომენტში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა შეწყდა.

"ეს მიწისძვრაა?" თქვა Save the Children-ის წარმომადგენელმა ჟანტი სოერიპტომ, რომელიც იმ დროს საუბრობდა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:20 საათზე მოხდა. მსხვილი ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 40 წელიწადია არ ყოფილა ამ სიმძლავრის მიწისძვრა, ანუ 1983 წლის შემდეგ, როცა 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ნიუკომბთან ახლოს ნიუ-იორკში დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები