მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიცკევიჩის ქუჩის რეაბილიტაცია 20 დეკემბრისთვის დასრულდება - საბურთალოს რაიონის გამგეობა

რეაბილიტაცია

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე საგზაო სამუშაოები სრულდება - აღნიშნული ინფორმაცია თბილისის მერიამ გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს.

BM.GE დაინტერესდა - როდის დასრულდება მიცკევიჩის რეაბილიტაცია და საბურთალოს რაიონის გამგეობას მიმართა, სადაც სრული პასუხისმგებლობით აცხადებენ, რომ მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს.

მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე, კერძოდ მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების კვეთიდან, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთამდე, 12 000 კვ. მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენა უკვე დაიგო და საავტომობილო გადაადგილება აღდგა. ამჟამად მიმდინარეობს ბორდიურის, ტროტუარის და პანდუსების მოწყობა. ასევე, ადგილზე მონტაჟდება გარე განათების სისტემა.

რაც შეეხება მიცკევიჩის ქუჩის მეორე მხარეს, მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების კვეთიდან მიცკევიჩისა და ტანძიის ქუჩების კვეთამდე არსებულ მონაკვეთს, კომპანიებმა - GWP და „თბილისი ენერჯი“ ახალი კომუნიკაციები გაიყვანეს და საბურთალოს რაიონის გამგეობა ასფალტის საფარის დაგებას იწყებს.

ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტი 20 დეკემბრისათვის დასრულდება“, - აცხადებენ საბურთალოს რაიონის გამგეობაში.

პროექტისათვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.