მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს - რატომ ვერ გაიაფდება უძრავი ქონება?

„ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორის ვასილ ფხაკაძის განცხადებით მაისიდან დღემდე, მათ მიერ წარდგენილ პროექტ „საკენში“ ფასი კვ.მ-ზე 1000$-ით გაიზარდა. 400$-იან ზრდას აჩვენებს ფასები კომპანიის მეორე პროექტ „მატიანიშიც.“ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე პრემიალურ სეგმენტში მიწოდება მოთხოვნას ვერ ეწევა, რაც ინდივიდუალურ ინვესტორებს მოგებიან მდგომარეობაში აყენებს.

„ბიოგრაფი ლივინგში“ მიიჩნევენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ფასი ვერ შემცირდება, ამის წინაპირობა კი გაძვირებული მიწის ფასია, დეფიციტური მუშახელი და „გაზრდილი“ მომხმარებელია. კომპანია მიმდინარე წელს 4 ახალი პროექტის წარდგენას გეგმავს და თვლის, რომ 3-5 წლიან პერსპექტივაში ბაზარზე რისკები არ იკვეთება.

სტუმარი: ვასილ ფხაკაძე - „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები