მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mitsubishi Experience Day ლილო არენაზე გაიმართა

# Mitsubishi Experience Day ლილო არენაზე გაიმართა
07.10.26 16:46
• 645

26 სექტემბერს Mitsubishi Motors Georgia-მ ლილო არენაზე „Mitsubishi Experience Day“ გამართა. ღონისძიების მიზანი იყო, სტუმრებს Mitsubishi-ს ავტომობილები განსხვავებულ გარემოში გაეცნოთ და მათი შესაძლებლობები პრაქტიკაში გამოეცადათ.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ორი განსხვავებული მართვის გამოცდილება დახვდათ - Paddock, სადაც მონაწილეებმა ავტომობილების მანევრირება და მართვის დინამიკა გამოცადეს და Off-road Experience, რომელიც სპეციალურად მოწყობილ უგზოობის მარშრუტზე გაიმართა. ორივე აქტივობამ სტუმრებს შესაძლებლობა მისცა, ავტომობილები განსხვავებულ პირობებში შეეფასებინათ.

მართვის აქტივობების პარალელურად, ლილო არენაზე მოწყობილი იყო დასასვენებელი და კვების სივრცეები, სადაც მონაწილეებს შეეძლოთ ერთმანეთისთვის საკუთარი შთაბეჭდილებები გაეზიარებინათ. ივენთის პარტნიორები იყვნენ - SOLO, Barhub, GPI Holding და Gulf Georgia. ღონისძიებას პარტნიორები საკუთარი ბრენდირებული სივრცეებით შეუერთდნენ.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში Mitsubishi-ს ლოიალური მომხმარებლებისთვის კარტინგის შეჯიბრი გაიმართა. მონაწილეებმა დღის ბოლოს კარტინგის ტრასაზე გადაინაცვლეს და ერთმანეთს სისწრაფესა და მართვის უნარებში შეეჯიბრნენ. შეჯიბრება სიმბოლური დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.

დღის პროგრამამ სტუმრებს Mitsubishi-ს ავტომობილების შესაძლებლობების გამოცდის, სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობისა და სხვა ავტომოყვარულებთან ერთად დროის გატარების შესაძლებლობა მისცა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები