მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიუღებელია, ვიღაც მილიარდერმა ნახევარი საქართველოს მიწა იყიდოს, უბრალოდ იმიტომ რომ მოეწონა ჩვენი ბუნება"

5902d42c6603b
BM.GE
28.04.17 09:32
2969
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი უცხოელებზე მიწის გასხვისების წინააღმდეგია, გარდა მსხვილი ინვესტიციის განხორციელებისა.

"მე ვარ წინააღმდეგი. თუ არ იქნება ისეთი სერიოზული ინვესტიცია, დავუშვათ უცხოური კომპანია შემოდის და გვთავზობს რაღაც სერიოზულ ინვესტიციას. ინვესტიცია მხოლოდ ფული არაა, ის არის ცოდნა და უფრო მთავარი ცოდნაა ვიდრე ფინანსური რესურსი, - ამ შემთხვავში მიმაჩნია რომ დასაშვებია გასხვისება.

მაგრამ ადამიანი ჩამოვიდა და იყიდა ვიღაც მდიდარმა ადამიანმა, დავუშვათ ვიღაც მილიარდერმა ნახევარი საქართველოს მიწა - უბრალოდ იმიტომ, რომ მოეწონა ჩვენი ბუნება - ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა ოქრიაშვილმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები