სასმელების მაღაზია "სმაგლერსი" ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის დასავლური კურსი უალტერნატივოა.
ამასთან, "სმაგლერსი" გმობს ძალადობას მშვიდობიან დემონსტრანტებზე.
"სმაგლერსში ვთვლით, რომ საქართველოსთვის დასავლური კურსი უალტერნატივოა. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა. შესაბამისად, ყოვლად მიუღებელია ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც მშვიდობიანად იცავენ ქვეყნის ისტორიულ არჩევანს",- წერს კომპანია.