"უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოს პოლიტიკაში გარდამტეხ მოვლენად იქცა, ასევე მსოფლიოსთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს მოსკოვი და პეკინი," - ამის შესახებ მიუნხენის კონფერენციის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმადვე, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ მსოფლიო დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ქვეყნებად დაიყო.
რუსეთ-უკრაინის ომი ანგარიშში ცენტრალური საკითხია და მოსალოდნელია რომ 17-19 თებერვალს დაგეგმილი კონფერენციის დროსაც ასე იქნება. იმის გათვალისწინებითაც, რომ კონფერენცია ომის წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე იმართება. ასევე დღის წესრიგში იქნება ჩინეთ-აშშ-ს ბოლოდროინდელი დაძაბულობაც. საუბარია რამდენიმე დღის წინ აშშ-ს ტერიტორიაზე ჩამოგდებულ ჩინეთის სათვალთვალო ბუშტზე. ანგარიშში ასევე საუბარია დიდი ხნის გამოწვევებზე ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობასა და სხვა სექტორებში.
მიუნხენის რიგით 59-ე კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერი მათ შორის, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი კამილა ჰარისი დაესწრება. როგორც ცნობილია, კონფერენციაში მონაწილეობას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ისიც მიიღებს. კონფერენციას ასევე დაეწყებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი და NATO-ს გენერალური მდივანი.

























