მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიუნხენში ქართველმა სტუდენტებმა აქცია გამართეს

5d14b2ef7b863
დავით ჯალაღონია
27.06.19 16:20
714
"მოსკოვამდე ბილეთს ჩვენ გიყიდით", "Georgia will never accept the occupant", – ამ და სხვა წარწერებით გაფორმებული პლაკატებით ქართველმა სტუდენტებმა მიუნხენში, მარიენპლაცზე აქცია გამართეს.

სტუდენტებმა ამ ფორმით საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდაჭერა გამოხატეს. ღონისძიება Facebook-ის საშუალებით დაგეგმეს, სახელწოდებით - ნუ მაბრმავებ!

აქციაზე ძირითადად მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბავარიის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტები რუსული ავიასანქციებით დაზარალებული ქართული ტურიზმის ინდუსტრიის დასახმარებლად, სამომავლოდ პიარ–კამპანიებს გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები