საქართველოში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. მათი რაოდენობა საახალწლო პერიოდში კიდევ უფრო იზრდება, რასაც ქალაქში ხალხმრავლობა განაპირობებს. პარლამენტში კანონი მუშავდება, რომელმაც მიუსაფარი ძაღლების პრობლემა უნდა გადაჭრას, კონკრეტული ნაბიჯები შემუშავდება უკონტროლო გამრავლების წინააღმდეგ. მათ შორის მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია ისიც, რომ მუნიციპალურ თავშესაფარში დარეგისტრირებული ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია უფასო გახდა. როგორ უნდა მოგვარდეს უსახლკარო ძაღლების პრობლემა და რა გამოსავალს ხედავენ სპეციალისტები?