მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიუსაფარი ცხოველების პრობლემა გამოსწორების ნაცვლად უარესდება“ - Modern Dog Resort

მოდერნ დოგ რეზორტს

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა გამოსწორების ნაცვლად უარესდება, - ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ Modern Dog Resort-ის დამფუძნებელმა, თაკო გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემის მოგვარება კომპლექსურად უნდა მოხდეს, ადამიანი შიშით და კანონით არ იმართება, მთავარი მაინც განათლებაა.

„მიუსაფარი ცხოველების პრობლემა გამოსწორების ნაცვლად უარესდება. ვითარება საკმაოდ რთულია. ძაღლებზე ძალადობის წინააღმდეგ არ გვაქვს მკაცრი კანონი და ადამიანის მხოლოდ 50-100 ლარით დაჯარიმება არ არის საკმარისი.

კიდევ ერთი აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხი, ცხოველების შეჯვარებაა. მკაცრად უნდა მოხდეს ამის კონტროლი, რადგან უკონტროლოდ შეჯვარებული ძაღლები აღარ იყიდებიან და შესაბამისად ბევრი მათგანი ხვდება გარეთ. აგრეთვე მუნიციპალურმა თავშესაფარმაც უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა. ძალიან ბევრი ხარვეზი გვაქვს და საიდანღაც უნდა დაიწყოს გამოსწორება. თუ ჩვენ ვიწყებთ გამოსწორებას კანონით, მაშინ ეს კანონი უნდა იყოს მკაცრი. ჩემი აზრით, ერთი მიმართულებით მუშაობა არასწორია. კარგი იქნება თუ ეს ყველაფერი კომპლექსურად ამოქმედდება და უპირველესად, ვფიქრობ ამ მიმართულებით განათლებაა საჭირო, “ - აღნიშნა Modern Dog Resort-ის თანადამფუძნებელმა.

შეგახსენებთ Modern Dog Resort-ი არის მულტიფუნქციური სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის, სადაც ხდება ძაღლების მოვლა-პატრონობა, წვრთა, გრუმინგი. Modern Dog Resort დიდ დიღომში მდებარეობს და სივრცეში უსაფრთხოდ ერთდროულად 50 ჯიშიანი დიდი ძაღლის და 30 პატარა ძაღლის დატევაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები