"ეიფორიული წინადადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შეიძლება გარკვეულ ხიფათთან იყოს დაკავშირებული“, - განაცხადა ბიზნესმენებთან და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ეკონომიკურ ფორუმს "დაჟინებული თხოვნის" მიუხედავად არ ესწრებიან ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტები.
ყოფილმა პრემიერმა შეხვედრის დაწყებისას კომენტარი გიორგი კვირიკაშვილზეც გააკეთა და განაცხადა, რომ „"ვირიკაშვილი ბიზნესის საქმიანობაში ზედმეტად არ ჩაერევა და ის ყველაფერს აკეთებს ხელისუფლებასთან ერთად, რათა ბიზნესს ლობირება გაუწიოს“.
"სიღარიბე, რომელსაც წარმოაჩენენ ოპოზიციურად განწყობილი პარტიული ძალები და მათგან მართული მედია, ქმნის გარკვეულ ხიბლს იმისას, რომ დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ეს არის ხელისუფლების ბრალი და რომ ასეთი ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ და სანაცვლოდ უარგუმენტო დაპირებებს სთავაზობენ ხალხს.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი, რომ ფორუმებს დასწრებოდნენ ოპოზიციური წარმომადენლები, - ექსპერტები, რომლებიც უფრო ოპოზიციურად არიან განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და იმ ეკნომიკის მიმართ, რომელიც დაფუძნდა 2012 წლის შემდეგ. მიუხედავად ჩვენი დაჟინებული თხოვნისა, ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტები იშვიათად ჩნდებიან“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

























