მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიუხედავად იმისა რომ პირბადეს ვატარებთ, სახის კორექციაზე მოთხოვნა არ შემცირებულა - კონსტანტინე სულამანიძე

60a28e4a0ad57
ლიკა გურაბანიძე
18.05.21 00:00
2126
“ესთეტიკური მედიცინის ბაზარი სპეციფიკურია. ჩვენ კლება არ გვქონია და ალბათ ამის მიზეზი არის ის, რომ პანდემიის გამო პაციენტებს თავის მოვლისთვის მეტი დრო გაუჩნდათ”, - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “ტოტალ შარმის” დირექტორმა კონსტანტინე სულამანიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გვიჭევს პირბადის ტარება, სახის კორექციაზე მოთხოვნა არ შემცირებულა.

“2020 წელს თბილისის და ბათუმის ფილიალებში ჯამში 10 მლნ ლარის შემოსავალი გვქონდა და წელს გაცილებით მეტი გვექნება. ზოგადად სექტორში ზრდას ვხედავთ იმიტომ, რომ მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა არსებობს. მაგალითად, ჩვენთან ჩაწერები შემდეგი წლის მარტამდეა", - განმარტა სულამანიძემ.

მისივე თქმით, “ტოტალ შარმს” მიმდინარე წელს ფასების კორექტირება მოუწია.

“დერმატო-კოსმეტოლოგიურ ნაწილში პროცედურის 50% ღირებულება არის ნედლეული. შესაბამისად, ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის გამო 10-15%-ით გაძვირდა დერმატო-კოსმეტოლოგიური განხრით პროცედურები.

ასევე გაგვიძვირდა პანდემიის გამო დანახარჯი და ყველაფერზე ერთად ჯამში ფასები 20%-ით გაიზარდა.” - განმარტა სულამანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები