მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიუხედავად საარჩევნო პერიოდისა, ციფრები აჩვენებს, რომ ბიზნესის აღქმა არის ძალიან სწორი და დადებითი"

57595caf14e93
BM.GE
09.06.16 15:54
1226
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის I კვარტალში 376 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 103 პროცენტით მეტია 2015 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე.
 
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პირველ კვარტალში დაფიქსირებული ინვესტიციები მოცულობა 2008 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რიცხვია.

"წინა წელთან შედარებით პირველი კვარტლის მონაცემებით, ინვესტიციები 103%-ით არის გაზრდილი. პირველ კვარტალში ქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა რომ, ჩვენ პრაქტიკულად ვიმყოფებით საარჩევნო პერიოდში ციფრები აჩვენებს, რომ ბიზნესი არის კეთილგანწყობილი, ბიზნესის აღქმა არის ძალიან სწორი და დადებითი. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შესაბამისად წლევანდელ წელს ჩვენ გვექნება ძალიან კარგი მონაცემები, ამ ყველაფრის დამადასტურებელი რა თქმა უნდა პირველი კვარტლის ინვესტიციებია, რომელიც 2008 წლის მერე ყველაზე დიდი რიცხვია“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები