მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიუხედავად საწოლების თითქმის განულებისა, ყველა პაციენტის განთავსება შევძელით, ვისაც ეს ესაჭიროებოდა“

61167b566edc1
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.21 18:06
777
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეისთვის კრიტიკულია. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

კითხვაზე რამდენი კოვიდ-საწოლია დღეს თავისუფალი, რომელსაც პაციენტების მიღება შეუძლია მინისტრმა პირდაპირი პასუხი არ გასცა და განაცხადა, რომ გუშინ საღამოს საწოლფონდი ქვეყანაში თითქმის განულებული იყო, თუმცა ყველა პაციენტის გადაყვანა, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა მოხერხდა.

„გუშინდელი საღამოს მონაცემებით, რომელიც საკმაოდ მძიმე იყო, მიუხედავად იმისა რომ საწოლფონდი თითქმის განულებული იყო და ინფიცირების დადასტურებული მაღალი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი გამოძახება გვქონდა, შევძელით და ყველა პაციენტს, რომელსაც ექიმის და სასწრაფო ბრიგადების დასკვნის შედეგად ესაჭიროებოდათ საავადმყოფოში გადაყვანა და შესაბამისი მკურნალობის მიწოდება, ყველა პაციენტის განთავსება იმ შესაბამის განყოფილებებში შევძელით, სადაც მათ მკურნალობა განაგრძეს“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ბათუმშიც, სადაც ახლა ის იმყოფება მდგომარეობა ასევე კრიტიკულია.

"კრიტიკულია სიტუაცია ბათუმშიც. დღეისთვის გვაქვს რესურსი, რომ დადასტურებული რიცხვის მიუხედავად ყველა პაციენტს მივაწოდოთ ის მომსახურება, რომელიც მათ ესაჭიროებათ. მდგომარეობის დამძიმების მიუხედავად დარწმუნებული ვარ, რომ ის ექიმები რომელიც ფრონტის პირველ ხაზზე დგანან, კვლავ შეძლებენ მომსახურების გაწევას და არც ერთი პაციენტი არ დარჩება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები