მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მივცეთ ხალხს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უფლება", - საპენსიო სააგენტო

5ccaa61b79778
BM.GE
02.05.19 12:10
1370
საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მაგდა კოტრიკაძე პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომდგენლების მიერ საპენსიო სისტემის დატოვებასა და პარალელურად, მათ მიერ მოქალაქეებისთვის სისტემის დატოვების შესახებ მოწოდებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„საპენსიო სააგენტოში დაგროვილი თანხას უკვე დაერიცხა 1 მილიონ ლარზე მეტი, ამჟამად 750 000 მოქალაქეს აქვს გახსნილი პირადი ნაგარიში და 50 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული სქემაში.

მივცეთ ხალხს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უფლება.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები მოდიან და საჯაროდ აკეთებენ განცხადებას გასვლაზე, როგორც ჩანს, მათ ელექტორატი და საქართველოს მოსახლეობა ცხვრის ფარა ჰგონიათ.

ეს ეტაპი საქართველომ დიდი ხანია გაიარა და ადამიანებს უნდა მიეცეთ არჩევანის თავისუფლება - დარჩნენ თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში. ყველა მოქალაქე, ვინც კი თუნდაც ერთხელ იყო ევროპაში, თუნდაც ტურისტის სტატუსით კარგად იცის რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპენსიო რეფორმას ქვეყნისთვის“, - განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები