მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მივდივარ გამოკითხვაზე სასამართლოში" - გიორგი ქადაგიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაიბარეს

გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმეზე გამოკითხვაზე სასამართლოში დაიბარეს.

როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, მისი მონაწილეობა აღნიშნულ საქმეში მხოლოდ რამდენიმე ათასი ლარის ჩარიცხვით შემოიფარგლება.

„მივდივარ გამოკითხვაზე სასამართლოში, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, ხალხში „ფონდების“ ან „პირბადეების“ სახელით ცნობილი. ჩემი მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში რამდენიმე ათასი ლარის ჩარიცხვით შემოიფარგლება. ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ, ევროპული მომავლისთვის ნაცემ, ნაწამებ და დაპატიმრებულ ახალგაზრდებს რომ მეტი ვერაფრით დავეხმარე. აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – წერს ქადაგიძე „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“, IDFI-სა და „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ – საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.

საქმე ეხება საბოტაჟის მცდელობის, უცხო ქვეყნის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.

პროკურატურამ საქმეზე უკვე გამოკითხა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები