მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მივესალმები EPP-ს რეზოლუციას - ჯო უილსონი

ჯო უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას X-ზე ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რეზოლუციაში მოყვანილ საკითხებს მიესალმება.

კერძოდ, ის იზიარებს მოწოდებას ახალი არჩევნების ჩატარების, პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ივანიშვილის რეჟიმის სანქციების და სალომე ზურაბიშვილის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად აღიარების შესახებ.

"მივესალმები "ევროპის სახალხო პარტიის" ერთხმად მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს, მოუწოდებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებსა და პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად აცხადებს. ამერიკა თანახმაა!",- წერს უილსონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები