მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მივესალმები თუკი სრულყოფილი საბანკო ზედამხედველობა დაბრუნდება ცენტრალურ ბანკში"

574c409022614
BM.GE
30.05.16 17:30
1336
ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი თვლის, რომ საფინანსო ზედამხედველობა კვლავ ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს. როგორც ჟურნალისტებს ჯავახიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე მისი მოსაზრება მთავრობისგან განსხვავდებოდა.
 
"მე მაშინაც მთავრობის წევრი ვიყავი და განსხვავებული პოზიცია მქონდა. ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს ნამდვილად არ უჭირს ჟურნალისტებთან საუბარი და მე დეტალები არ ვიცი.

მე მივესალმები თუკი სრულყოფილი საბანკო ზედამხედველობა დაბრუნდება ცენტრალურ ბანკში. ეს ძალიან ლოგიკური და ადეკვატურია", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის საკითხს ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. გასულ კვირას კი ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი ამოწურულია და "ყველა თანხმდება, რომ საფინანსო ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში დარჩება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები