მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს თიბისის გარშემო პრობლემის მოგვარებას"

5c80c558a4f8c
თათია ჩაფიჩაძე
07.03.19 11:16
768
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თიბისი ბანკის დამფუძნებლების საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ემხრობა.

„რაც უფრო სწრაფად მოხდება ამ საკითხის და ამ პრობლემატური დისკუსიის დასრულება მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ინვესტორისთვის. ამიტომ მე მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს ამ პრობლემის მოგვარებას“ - განაცხადა ქობულიამ.

შეგახსენებთ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ კომისიას გააცნობდა ყველა წერილს და ინფორმაციას.

საგამოძიებო კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოც“ უჭერს მხარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები