მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მივესალმებით ზაფხულის პირველ სტუმრებს" - ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჩამოსულ მეგობრებს აეროპორტში დახვდა

5d1886fae887f
BM.GE
30.06.19 13:54
1060

”მივესალმებით ზაფხულის პირველ სტუმრებს” - ბრიტანეთის ელჩი ჯასთინ მაქენზი სმითი საქართველოში ჩამოსულ მეგობრებს აეროპორტში დახვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ რუსული ტურისტული ემბარგოს დაწესების შემდეგ ელჩი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს და უერთდება კამპანიას - “გაატარე შენი დასვენების დღეები საქართველოში”. დიპლომატმა საქართველოს რამდენიმე პოსტი მიუძღვნა სოციალურ ქსელ Twitter-ში.


ამასთან, ის გამოეხმაურა თბილისში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს და მოითხოვა “გამოძიება ძალის გადამეტების შესაძლებლობაზე და ნებისმიერ მოქმედებაზე, რომელმაც საფუძველი დაუდო ძალადობას და წინ უსწრებდა პოლიციის მხრიდან საპასუხო ქმედებებს, წარიმართოს გამჭვირვალედ, სწრაფად და ამომწურავად”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები