მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მივიღეთ დაპირება, რომ ხვალიდან სტაბილური წყალმომარაგება აღდგება" - "მგზავრების" დირექტორი

5e13854806764
BM.GE
06.01.20 23:04
1195
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მხარის გუბერნატორთან, ბორჯომის მერთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ბაკურიანში სასტუმროების მფლობელებს და მენეჯერებს შეხვდა.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურ ინფორმაცია მიაწოდა წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე.

„შევეცადეთ მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის თაობაზე რამ გამოიწვია ეს პრობლემები, ასევე - რას ვაკეთებთ ვითარების გასაუმჯობესებლად არამარტო დღეს და ერთჯერად რეჟიმში, არამედ პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად. შევთანხმდით, რომ ოპერატიული რეაგირების მიზნით გვექნება უფრო მჭიდრო კომუნიკაცია,“ - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას დამაიმედებელს უწოდებენ სასტუმროების მფლობელები.

„შეთანხმება შედგა, მივიღეთ ინფორმაცია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება, რაც კი შეიძლება ამ ეტაპზე გაკეთდეს, ამ პირობებში, კლიმატის და ყველა დეტალის გათვალისწინებით. მივიღეთ დაპირება, რომ ხვალიდან ბევრად უკეთესი ვითარება იქნება და სტაბილური წყალმომარაგება აღდგება,“ - აღნიშნა სასტუმრო „მგზავრების“ დირექტორმა ნათია ტრაპაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები