მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივიღეთ დავალება, რომ ბიზნეს კლასის ბილეთებიც 199 ევროდ გავყიდოთ-ჯორჯიან ეარვეისი

5e7b06aadedbe
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.20 11:40
2672

აეროპორტების სისტემაში ბილეთის ფასი ეკონომ-კლასზე გუშინ ჩაკორექტირდა, ხოლო ბიზნეს კლასზე დღეიდან დაკორექტირდება, - ამის შესახებ BM.GE-ის „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განუცხადა. 

მოქალაქეები სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ, რომ მუხედავად მთავრობის დავალებისა, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ბილეთებს 199 ევროზე ძვირად ყიდის. 

აღნიშნულ თემაზე კომენტირებისას ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ თავდაპირველად როდესაც საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან იყო დავალება, რომ ბილეთის ღირებულება 199 ევრო ყოფილიყო და არ იყო განსაზღვრილი, რომ ეს ბიზნეს კლასის ბილეთებზეც გავრცელდებოდა, ხოლო გუშინ მიიღეს დავალება, რომ მთავრობის მიერ დადგენილი ფასი ბიზნეს კლასზეც ამოქმედებულიყო.

სისტემაში იყო ჩადებული ბიზნეს კლასი ცალკე, ყველა დანარჩენი ბილეთი 199 ევრო ღირდა. მაგრამ გუშინ მივიღეთ დავალება, რომ ბიზნეს კლასის ბილეთებიც 199 ევრო უნდა ღირდეს, ასე რომ დღეს სისტემაში ფასები დაკორექტირდება და ბიზნეს კლასის ბილეთებიც 199 ევრო ეღირება.

კომუნიკაციის საკითხი ყოველთვის არის პრობლემა, ჩვენამდე ინფორმაცია არასწორად მოდის. პირველად რაც გვითხრეს ჩვენ დავადეთ ეს ფასი ეკონომკლასს და შეთანხმება იყო, რომ ბიზნესი იყოს ბიზნესი, გუშინ გვითხრეს, რომ არ უნდა ყოფილიყო ასე“, - განმარტავს ბოკერია.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ვენისა და ამსტერდამის რეისებზე ბილეთების გაყიდვები  შეწყვეტილია. ავიაკომპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გაყიდვების გაგრძელების ნებართვას ელოდება.

ამასთან, რომან ბოკერია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მიმართულებებზე პრიორიტეტით ის მგზავრები ისარგებლებენ, რომლებსაც ბილეთები რეგულარულ რეისებზე ჰქონდათ შეძენილი და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს გამოფრენა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროდან ველოდებით ნებართვა, როგორც კი ის იქნება ვხსნით გაყიდვებს, მთავრობის კოორდინაციით ხდება ეს ყველაფერი, ამიტომ ამ ეტაპზე ბიზნესის და ეკონომ ბილეთების გაყიდვები შეწყვეტილი გვაქვს და როგორც კი გვექნება ნებართვა განახლდება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თავიდან ვენისა და ამსტერდამის რეისები დაკომპლექტდება იმ მგზავრებით, რომლებსაც ბილეთები რეგულარულ რეისზე ჰქონდათ შეძენილი. ვენასა და ამსტერდამში მყოფ იმ მგზავრებს, რომლებმაც ავიარეისების შეწყვეტის გამო ვერ მოახერხეს გამოფრენა, მათ მიეცემათ უფლება გამოიყენონ თავიანთი ბილეთები და დანარჩენი რა ბილეთებიც დარჩება, გაიყიდება 199 ევროდ - ბიზნესკლასიც და ეკონომიც“, - უთხრა BM.GE-ის „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 26 მარტიდან ჩარტერულ ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით შესარულებს: 26 მარტი - თბილისი - ვენა - თბილისი; 31 მარტი - თბილისი - ამსტერდამი - თბილისი; 3 აპრილი - თბილისი - ვარშავა - თბილისი; 7 აპრილი - თბილისი - ათენი - თბილისი; 10 აპრილი - თბილისი - ლარნაკა - თბილისი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით: „უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების საქართველოში ეტაპობრივად დაბრუნების მიზნით მიმდინარეობს შემდგომი მიმართულებების განსაზღვრაც“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები