მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მივიღებთ ისეთ კურსდამთავრებულებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად შეეფერება - სტუს რექტორი

დავით გურგენიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე ამბობს, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა აუცილებელი იყო. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი კვლევები ყოველ წელს ჩატარდება.

"აუცილებელი იყო ეს რეფორმა, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით. კვლევები აუცილებელი იყო, შედეგები სახეზე გვაქვს. მინდა გითხრათ ტექნიკური უნივერსიტეტის მაგალითზე, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რამე თუ უნივერსიტეტი ჩამოყალიბდება საინჟინრო-ტექნოლოგიურ უმაღლეს სკოლად.

[შრომის ბაზრის] კვლევები ყველაფერი შეთანხმებული იყო და რა თქმა უნდა კარგია, რომ მთავრობამ ეს გააკეთა და ამ კვლევების შესაბამისად იქნება უკვე გამოცხადებული კვოტები. ეს კვლევები ყოველთვის შეიცვლება წლიდან წლამდე და ჩვენ მივიღებთ ისეთ კურსდამთავრებულებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად შეეფერება",- თქვა დავით გურგენიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები