მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივიღეთ დამატებითი განმარტება, რომ აშშ-ს დაფინანსების შეჩერება ჩვენს ინსტიტუტს არ შეეხება - თეა გოდოლაძე

მიწისძვრა

თეა გოდოლაძის ინფორმაციით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის დაპაუზებული $95-მილიონიანი დახმარება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს არ შეეხება. ამის შესახებ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

საქმე ისაა, რომ თეა გოდოლაძემ, რომელიც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორია, 9 სექტემბერს, ამერიკის მიერ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსების შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება. თუმცა როგორც დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, საკითხზე დამატებითი განმარტება მიიღო, რომ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების დაპაუზება ინსტიტუტს არ შეეხება.

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სახელით მსურს გაცნობოთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მივიღეთ დამატებითი განმარტება, რომ 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მთავრობისათვის დაპაუზებულია. ეს არ შეეხება ჩვენს ინსტიტუტს, რადგან აშშ-ში ძალიან კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას, ამიტომ ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ, როგორც საქართველოს, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის შეუფერხებელ მუშაობას. ამიტომ მიყვარს ეს ქვეყანა. 25 წელი ერთად ვაშენეთ არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის სეისმური ინფრასტრუქტურა და ზუსტად ვიცი, რომ ისინი საქართველოს არასდროს გასაჭირში არ მიატოვებენ",- წერს თეა გოდოლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები