მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მივიღეთ Halal-ის სერტიფიკატი, რაც არაბულ ქვეყნებში ქათმის ხორცის გატანის შესაძლებლობას გვაძლევს" - რევაზ ვაშაკიძე

ჩირინა

კომპანია "ჩირინა" საექსპორტო ბაზრებს ავითარებს - ამის შესახებ BM.GE-თან კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განაცხადა. როგორც ვაშაკიძე ამბობს, 1 თვის წინ მათ აიღეს Halal Food Certificate, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიას პროდუქცია ექსპორტზე არაერთ არაბულ ქვეყანაში გაიტანონ.

"ჩირინას" დამფუძნებელი ჯერ არ საუბრობს პროდუქციის ასორტიმენტზე, რომლის გატანაც არაბულ ბაზრებზე განიხილება, თუმცა ამბობს, რომ სერტიფიკატის მიღების პროცესი მარტივი არ იყო.

"ჩვენ დიდი დრო დავხარჯეთ ამ Halal-ის სერტიფიკატის აღებაზე, რაც მარტივი არ არის, ეს სერტიფიკატი დაახლოებით ერთი თვის წინ ავიღეთ, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს გავიტანოთ ქართული ქათმის პროდუქცია ბევრ არაბულ ქვეყანაში.” - ამბობს "ჩირინას" დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე.

რევაზ ვაშაკიძე ხაზს უსვამს ადგილობრივ ბაზარზე წარმოების ხელშეწყობის მექანიზმებსაც და ამბობს, რომ აუცილებელია ქათმის ხორცი გათავისუფლდეს დღგ-სგან, რაც კომპანიას წარმოების ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

“სომხეთში ჩვენ გაგვაქვს ძირითადად, ნედლი ქათამი, იმიტომ რომ თბილისსა და ერევანს შორის მანძილი დაახლოებით 250 კმ-ია, რაც უფრო ნაკლებია, ვიდრე ბათუმთან მანძილი. ეს გვაძლევს გაყინული პროდუქციის გატანის შესაძლებლობასაც. აზერბაიჯანთან მიმართებითაც მსგავსი სიტუაციაა, რაც შეეხება არაბულ ქვეყნებს, ჩვენ ახლა მივიღეთ ჰალალის სერტიფიკატი და ალბათ შევძლებთ აქაც პროდუქციის გატანას, მაგრამ მთავარი არის, რომ აქაური წარმოება გათავისუფლდეს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. ეს საშუალებას მოგვცემს წარმოება გავზარდოთ", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები