მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მივიღეთ პასუხი, რომ ისინი თანამშრომლებს აზრის გამოხატვას არასდროს უშლიდნენ და არც შეუშლიან" - ბუღაძე საქართველოს ბანკის გენდირექტორთან შეხვედრაზე

ლაშა ბუაძე
სტატიაში საუბარია:

მწერალი, ლაშა ბუღაძე აცხადებს, რომ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განუცხადა, რომ ისინი მათ თანამშრომლებს არასოდეს უშლიდნენ აზრის გამოხატვას და არც სამომავლოდ აპირებენ აზრის გამოხატვის შეზღუდვას. ამის შესახებ მან მედიასთან „საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„15 იანვარს არის გამაფრთხილებელი გაფიცვა. ძალიან დიდი ეროვნული კრიზისია. საქართველოს ბანკის ხელმძღვანელს, არჩილ გაჩეჩილაძეს შევხვდით და ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ისინი არასდროს არ უშლიდნენ თავიანთ თანამშრომლებს აზრის გამოხატვის თავისუფლებას და არც შეუშლიან. ე.ი არც 15-ში არ შეუშლიან ხელს და ამის დადასტურებას ველით მათგან.

ჩვენ ვხედავთ „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებს მანიფესტაციებზეც და დემონსტრაციებზეც, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ ქალბატონ ლიკასთან [ანდრო ჭიჭინაძის დედა] ერთად ამიტომაც მოვედით, რომ ეს კრიზისი ძალიან მწვავეა. სრულიად უდანაშაულო პატრიოტები, ახალგაზრდები სხედან ციხეში. ეს გამაფრთხილებელი გაფიცვა არის კიდევ ერთი ეროვნული სიგნალი ივანიშვილისთვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, ახალი ცესკოს პირობებში და გათავისუფლდნენ პატიმრები“, - ამბობს ბუაძე.

ინფორმაციისთვის, დღეს 12:00 საათზე "საქართველოს ბანკის" დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს ანდრო ჭიჭინაძის დედას, ლიკა გუნცაძეს და აქტივისტებს შეხვდნენ. ხოლო, „თიბისი ბანკის” დირექტორთან, ვახტანგ ბუცხრიკიძესთან შეხვედრა 15:00 საათზეა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები