მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მივინო უკვე "გუდვილშია" - ქილის ღვინის შეძენას 3 სხვადასხვა ფილიალში შეძლებთ

5d2f426841e4b
ლევან თაღიაშვილი
18.07.19 10:10
2918
ქილის ღვინო "მივინო" უკვე ქსელურ მარკეტებში შევიდა. მისი პირველი შეთანხმება ჰიპერმარკეტ "გუდვილთან" შედგა და თბილისის მასშტაბით 3 ფილიალში (საბურთალოს, დიდი დიღმის და გალერია თბილისის) იქნება მისი ყიდვა შესაძლებელი.

"მივინოს" წარმომადგენლების თქმით, პროდუქტის მიმართ დაინტერესება თავიდანვე ყველა ასაკობრივი ჯგუფის მხრიდან გამოიკვეთა. მათივე განცხადებით, მთავარი მიზანი ჩარჩოებისგან გათავისუფლება და მომხმარებლისთვის მარტივი ღვინის შეთავაზება იყო, რომელიც ხელმისაწვდომი ნებისმიერ ადგილას იქნებოდა. "მივინოს" დამფუძნებლები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში პროდუქტი ყველა დიდ ქსელურ მარკეტში გამოჩნდება. 

"განვითარებას ყოველთვის განვაგრძობთ, უახლოეს მომავალში ვაპირებთ მომხმარებელს ნახევრად-ტკბილი ღვინო შევთავაზოთ. ასევე კომპანიებს თავიანთი კორპორატიული დიზაინით დაბრენდილ ქილის ღვინოსაც შევთავაზებთ ივენთებისთვის, სასაჩუქრედ და კორპორატიული საღამოებისთვის." - აცხადებს გიორგი მაჭავარიანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები