მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მივმართავ სამედიცინო საზოგადოებას - "საველე" ბრძოლისთვის მოვემზადოთ“: ირაკლი გამყრელიძე

60ffe623f1d39
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.21 15:00
7059
„ვერც სასწრაფო და ვერც კლინიკები მოსალოდნელ ტალღას ვერ გაუმკლავდება“ - საქართველოში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ პოსტს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პედიატრიული ქირურგიის ცენტრ Kids Co-ს დირექტორი ირაკლი გამყრელიძე აქვეყნებს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი კოლეგებსა და მედპერსონალს მობილიზებისკენ და „საველე“ ბრძოლისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს. BMG-ი ირაკლი გამყრელიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მივმართავ სამედიცინო საზოგადოებას, ყველას ვისაც თეთრი ხალათი აცვია, ან თუნდაც ადრე გეცვათ და ეხლა თაროზე გაქვთ შემოდებული... მოემზადეთ! იმეცადინეთ! დაორგანიზდით მცირე ჯგუფებად! ქალაქის უბნების, სახლების დონეზე... მალე აქაურობისთვის არავის გვეცლება, ჩვენ კოლეგებს და სამწუხაროდ სისტემასაც უნდა დავეხმაროთ და "საველე" ბრძოლისთვის მოვემზადოთ. ვერც სასწრაფო და ვერც კლინიკები მოსალოდნელ ტალღას ვერ გაუმკლავდება, სისტემას მართვის მეტი დონე სჭირდება...“, - წერს ირაკლი გამყრელიძე.

შეგახსენებთ: დღეს საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 3 666 შემთხვევა დადასტურდა. ამ პერიოდის განმავლობაში 17 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები