მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწები, რომელთა გადაცემასაც APM-ი სახელმწიფოსგან ითხოვს

5d05e26252cdd
BM.GE
16.06.19 10:26
1449
BMG-იმ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ის ოფიციალური მიმოწერა, რომელიც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სა და სახელმწიფოს შორის ფოთის პორტის ღრმაწყლოვანი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით შედგა.

დოკუმენტაციის მიხედვით, APM ქონების ეროვნულ სააგენტოს 351,056 კვადრატული მეტრის მიწის გადაცემას თხოვს. ეს მიწები ფოთის პორტის არსებული ტერმინალის მომიჯნავედ მდებარეობს. ტერიტორიის ნაწილი ზღვაშია და ის დამტკიცების შემთხვევაში ახალი ტერმინალის ნაწილი გახდება.

APM-მა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს პირველად ამ თემაზე 2018 წლის 24 ოქტომბერს მიმართა.

2018 წლის 24 ოქტომბრის წერილში APM სახელმწიფო ქონების სააგენტოს სთხოვს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 მიწის ნაკვეთი გადასცეს კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგურს". წერილს ხელს ნავსადგურის ხელმძღვანელი კლაუს ლოურსენი აწერს. წერილში ისიც ირკვევა, რომ "ეიპიემ ტერმინალსს" ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო პირველი ეტაპის დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი აქვს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სსიპ-ია.

APM-ის წერილი სახელმწიფო ქონების სააგენტოს



მოგვიანებით, 2018 წლის 5 ნოემბერს, "ეიპიემ ტერმინალსი" ქონების ეროვნულ სააგენტოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის და სააგენტოს მოთხოვნილი ნაკვეთების აზომვით ნახაზებს აწვდის.

APM ტერმინალსის წერილი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს



მხოლოდ მეორე წერილის შემდეგ პასუხობს APM-ს სააგენტო. 4 დეკემბერს უკვე ქონების სააგენტოს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, რომელიც ეიპიემ ტერმინალსისგან წერილობით ითხოვს, დაზუსტებული წინადადებების წარმოდგენას მათ მიერ მოთხოვნილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. დაზუსტება გულისხმობს ინფორმაციას უძრავი ქონების გადაცემის ფორმის, ვადის, საფასურის და სხვა პირობების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდშიც, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაა.

სახელმწიფო ქონებრის ეროვნული სააგენტოს პასუხი APM-ს



ამის შემდეგ, ფაქტად დგება, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, გრიგოლ კაკაურიძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლოდ გამოყენების პირობებს გამოსცემს მიუხედავად იმისა, რომ “ეიპიემ ტერმინალსს” არაფერი დაუზუსტებია, როგორც ამას ქონების სააგენტო ითხოვდა.

ეკონომიკის უკვე მოქმედმა მინისტრმა ნათია თურნავამ ნებართვა გააუქმა და გრიგოლ კაკაურიძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად ხარვეზიანი ნებართვა დასახელდა, რაზეც APM Terminals მენეჯმენტი ელოდა ოფიციალურ კორესპოდენციას გადაწყვეტილებისთვის, გააგრძელებდა თუ არა ამ თემაზე სამართლებრივ დავას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები