მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიწების გაყიდვაზე შეზღუდვა არაა იმ მნიშვნელობის, რამდენადაც პრესაშია რეზონანსული"

5948e957cb520
სალომე მეცხვარიშვილი
20.06.17 13:19
1138
"თიბისი" ბანკის დირექტორის მოადგილის პაატა ღაძაძის განცხადებით, უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ კანონპროექტი გარკვეულ ბარიერებს შექმნის, თუმცა ბანკირი იმედოვნებს, რომ ქვენორმატიული აქტების შემუშავების შემდეგ კანონი დაიხვეწება. საუბარია რეგულაციაზე რომლის მიხედვითაც უცხოური კაპიტალით შექმნილი ბანკები ვალდებული არინ სესხის უზრუნველყოფაში გადაცემული მიწა 1 წელში გაასხვისონ.

"იმედია, რომ ფინანსურ სისტემაზე ეს ძალიან დიდ გავლენას არ იქონიებს, თუმცა ალბათ დახვეწის პროცესში ახალი ქვენორმატიული აქტების შემუშავება იქნება საჭირო, ბანკებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ეს ძრითადი აქტები რასაც მიწა ჰქვია, იყოს უზრუნველყოფაში გამოყენებული და მას ჰქონდეს ადეკვატური ლიკვიდურობა მეორად ბაზარზე. დღესაც შეზღუდვებამდე მაინცდამაინც დიდი უცხოური ინვესტიცია არ მოდიოდა მიწევბში თუმცა, ეს არის უბრალოდ სიგნალი ინვესტორებისთვის თუ რა ტიპის საკანონმდებლო ჩარჩო იქნება ინვესტორებიც შესაბამისად მოიქცევიან", - განაცხადა ღაძაძემ. კითხვაზე თუ რა ტიპის სიგნალი იქნება ეს ინვესტორებითვის ღაძაძე ამბობს, რომ ყველა სიგნალი გარვეულ სტარტეგიას ემყარება და ანალოგიური მაგალითები შესაძლოა სხვა ქვეყანაშიც იყოს.

"პირდაპირ გეტყვით, რომ მრავალი ესეთი ტიპის შეზღუდვამ შეიძლება დააფრთხოს ინცესტორები, თუმცა ეს კონკრეტული შეზღუდვა არაა იმ მნიშვნელობის რამდენადაც პრესაშია რეზონანსული", - ამბობს ღაძაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები