მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწებზე საკუთრების რეგისტრაციის პროცესი 6 თვით გახანგრძლივდა

5c179112894c5
თამუნა ქემერტელიძე
17.12.18 16:02
6345
მიწებზე საკუთრების რეგისტრაციის პროცესი, 6 თვით გახანგრძლივდა- ამის შესახებ bmg –ს აგრარულ საკითხთა კომიტეტში განუცხადეს. მათი თქმით, რეგისტრაციის პროცესის წარმოება მოქალაქეებს 1-ელი იანვრის ნაცვლად 1-ელ ივლისამდე შეეძლებათ. რაც შეეხება გადავადების მიზეზებს კომიტეტში რამდენიმეს ასახელებენ, მათ შორის:

1. დაინტერესებული პირების მაღალი მიმართვიანობა

2. კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება ხელს შეუწყობს სახელმწიფო პროექტების შეუფერხებლად განხორციელებას
შეგახსენებთ: ცვლილებები „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონში“ 13 დეკემბერს დამტკიცდა.

რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, 2018 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით 575 000-მდე მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული.
„ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობამ კი დღეში 5000-ს გადააჭარბა. 2018 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით სააგენტოში 89 000-მდე განცხადებაზე მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება.

ამ განცხადებების ნაწილი, კერძოდ, 25 989 განცხადება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაგზავნილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებში, ხოლო 58 000-მდე განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიების პროცესი.

კიდევ 5000- ზე მეტი ახლად წარმოდგენილი განცხადება განხილვის პროცესშია“-ნათქვამია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები