მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი ბანკებს პრობლემას უქმნის"

5ad743a1f2c08
სალომე მეცხვარიშვილი
18.04.18 18:00
1100
მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი ბანკებს პრობლემას უქმნის,- ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიწის შესახებ კანონმა ფერმერებს შესაძლებლობა უნდა დაუტოვოს, რომ ბანკმა მიწა სესხის უზრუნველყოფის სახით მიიღოს.

„დღეს მიწების გაყიდვაზე მორატორიუმის შედეგად პროცესი გაჩერებულია. ის მიწები, რომლებიც უზრუნველყოფის სახით წარმოდგენილია ბანკებში, ბანკებისთვის ეს მორატორიუმი ქმნის პრობლემას. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ამ კანონზე მუშაობის პროცესში უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რადგანაც ჩვენთანაც ძალიან ბევრი შეკითხვა შემოდის, რა იქნება ამ კანონთან დაკავშირებით.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ფერმერებისთვის არის ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და ის დრო, რაც სჭირდებათ ამ პირებს მათთან ურთიერთობისთვის. ამ კუთხით მეტი ეფექტურობაა საჭირო“,- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები