მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიწის რეგისტრაციის პროექტი სვადასხვა წამახალისებელი მექანიზმით უნდა დავასრულოთ"

5b39cd0485a63
სალომე მეცხვარიშვილი
02.07.18 10:56
726
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგროდაზღვევის კომპონენტში მიწის რეგისტრაციის ჩართვის შემდეგ მცირე შემცირება ფიქსირდება, თუმცა, განსაკუთრებული აცდენა არ ჩანს.

"იყო საუბარი, რომ აგროდაზღვევაში მიწის რეგისტრაციის თემა არ ჩაგვედო და გადაგვედო ეს საკითხი. მაგრამ ჩვენ ვართ პრინციპულები ამ საკითზე. მნიშვნელოვანია რომ მიწის რეგისტრაცია სვადასხვა წამახალისებელი მექანიზმით თუ მოთხოვნით დავასრულოთ. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ ეს კომპონენტი, რომელიც ლოგიკურია. იყო მოლოდინი, რომ საერთოდ გაჩერდებოდა პროექტი, თუმცა, ასე არ არის. დაახლოებით ინ ტენდენციას ვინარჩუნებთ, როგორც წინა წელს და ეს ბარიერად, როგორც ოპონენტები აცხადებდნენ, არ იქცა.

მცირე შემცირება შეიძლება ყოფილიყო. ეს მოლოდნი გვქონდა, მცირე შემცირება არის, მაგრამ ეს არ არის ამოვარდნილი. თუ საშუალო წლიურ სტატისტიკას გადავხედავთ, ამოვარდნა არ გვაქვს", - აცხადებს დავითაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები