მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიწის შესახებ კანონპროექტის ინიცირება აპრილის დასაწყისში იგეგმება"

5ab8dd16b11aa
თელარა გელანტია
26.03.18 16:00
934
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ორგანული კანონი პარლამენტს, აპრილის დასაწყისში წარედგინება.

მისივე თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირზე მიწის გასხვისება იკრძალება, თუმცა სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში, მთავრობას განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია რჩება.

"უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირზე მიწის გასხვისება იკრძალება, მაგრამ ხელმისაწვდომი იჯარის ფორმით რჩება. ასევე საუბარია, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ სუბიექტში თუ საქართველოს მოქალაქეს წილის 50%-ზე მეტი აქვს, ნასყიდობა ასევე პრობლემა არ იქნება. სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა პორტი, სამთო განვითარების პროექტები, მასშტაბური ჰესების პროექტები, გამონაკლისის სახით გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია რჩება მთავრობას", - განაცხადა დანელიამ.

ცნობისთვის: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ორგანულ კანონს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი წერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები