მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიწის შესახებ კანონზე არსებული გაურკვევლობა სოფლის მეურნეობას აზარალებს"

5bc5e028e53b1
სალომე მეცხვარიშვილი
16.10.18 18:30
1439
PMCG-ის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ კანონპროექტზე მთავრობა საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს. მისი თქმით, ამ საკითხის გარშემო არსებული გაურკვევლობა პირველ რიგში სოფლის მეურნეობის სფეროს აზარალებს. სწორედ ამიტომ ალექსიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - რას სთავაზობს ინვესტორებს.

„თვითონ ის, რომ კერძო საკუთრების თემა უნდა იყოს გახსნილი, ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობაში ჩაიდოს ინვესტიციები. ეს ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკური გარემოდან გამომდინარე ვერ იქნება ადგილობრივი, ეს უნდა იყოს უცხოურიც და უნდა გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს სამართლებრივი გზა, რომ ინვესტორი დაეუფლოს მიწას და მიიღოს მოგება. თუ ეს ასე არ მოხდება, ვერც ეკონომიკა და ვერც სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება.
ჩვენ თუ არ მივეცით ამ ინვესტიციების ინტეგრაციის და ამ სექტორში აქტიურად გამოყენების საშუალება, ეს სექტორი ვერ განვითარდება, ვერ მივიღებთ გრძელვადიან ეფექტს“,- აცხადებს ალექსიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები