მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიწისქვეშა გადასასვლელისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა

5ab9e8cf5e729
მეგი კავთუაშვილი
27.03.18 10:46
859
თბილისის მერია დიდუბეში, ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარედ ტრანსპორტის ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის გაკეთებას ფიქრობდა და ამ მიზნით ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა, მანამ, სანამ წინადადებების მიღება დაიწყებოდა, ტენდერს შეწყვეტილის სტატუსი მიანიჭეს.

მერიის ცნობით, პიკის საათებში აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვეითად მოსიარულეთა დიდი ნაკადი გადაადგილდება, კონკრეტულად კი საათში 2500-3000 ქვეითი.

სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადების გასამიჯნად დედაქალაქის მთავრობამ 13 მეტრი სიგრძის და 4,5 მეტრი სიგანის მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა გადაწყვიტა, თუმცა ტენდერი მოულოდნელად შეწყდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები