მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებელი კომპანია 3 თვეში გამოვლინდება

5cffb17f3586e
თელარა გელანტია
11.06.19 20:00
1115
მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებელი კომპანია 3 თვეში გამოვლინდება.

20 ივნისს უკვე სრულდება წინადადებების მიღება, რომლის შემდეგ დაახლოებით, 2-3 თვე დასჭირდება პროექტის განმახორციელები კომპანიის გამოვლენას.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თემურ გოჩიტაშვილის ინფორმაციით, ე.წ „შორთ ლისტში“ 3 უცხოური კომპანიაა, რომელიც გაზსაცავის პროექტით არის დაინტერესებული.

გაზსაცავის სამშენებლო ვადებმა არაერთხელ გადაიწია. ბოლო ინფორმაციით, მისი დასრულება 2023 წელს იგეგმება. პროექტის ბიუჯეტი 250-300 მილიონი დოლარია.

გოჩიტაშვილის განცხადებით, გაზსაცავის მშენებლობას ერთის მხრივ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის შედეგად 150 მილიონი ევროს მოცულობის სესხის გამოყოფა მოხდა. მეორეს მხრივ კი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის საინვესტიციო ბანკთან 100 მილიონი დოლარის სესხით დააფინანსებასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები