მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობაზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა სავარაუდოდ შემოდგომაზე დასრულდება

57a056e979378
BM.GE
02.08.16 12:12
1270
„აზერბაიჯანული Socar საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტზე პროგესს ვერ ხედავს“, - კომპანიის წყაროზე დაყრდნობით უნფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„გაზსაცავის პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი მზად არ არის. ამ ეტაპზე პფრანგული კონტრაქტორი კომპანია აკეთებს კვლევას სამგორის ტერიტრიაზე. ამ ეტაპზე ახალი ინფორმაცია ამ კუთხით არ არის. კვლევის დასრულება შემოდგომაზეა დაგეგმილი“, - აცხადებენ Socar-ში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი აზერბაიჯანულ Socar-თან ერთად, ჩინურ „ჰუალინგსაც“ აქვს. ტენდერის გამოცხადება ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის დასრულების შემდეგ არის დაგეგმილი, ხოლო მშენებლობის დაწყება კი მომავალ წელს.

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის უკვე შერჩეულია სამგორის სამხრეთი თაღის ნავთობის საბადოს ბაზის ტერიტორია, სადაც 210-280 მილიონი კუბური მეტრი ნავთობის დასაწყობება იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

წინასწარი გათვლებით, პროექტის განსახორციელებლად 250 მილიონი დოლარია საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები