მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის დამფინანსებელი ერთ წელიწადში გამოვლინდება

581838265bd2d
ელენე გოგბერაშვილი
01.11.16 10:34
1551
300 მილიონ დოლარამდე ღირებულების მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის დამფინანსებელი დაახლოებით ერთ წელიწადში გამოვლინდება. როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევამ აჩვენა, რომ მშენებლობის დაწყებამდე გარკვეული გეოლოგიური ინფორმაციაა საჭირო, რისთვისაც 18 თვიანი პერიოდია გამოყოფილი.

"პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურმა შესწავლამ აჩვენა, რომ სანამ დაიწყება მშენებლობა, დამატებითი გეოლოგიური ინფორმაცია არის საჭირო, რაც მოიპოვება 2 ჭაბურღილის გაბურღვით. ჩვენ დავიქირავეთ კომპანია, რომელიც გაბურღვით სამუშაოებს 18 თვეში დაასრულებს"-აცხადებს თვალაბეიშვილი.

მისი თქმით, პროექტში მონაწილეობით ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი და კომპანია არის დაინტერესებული, რომელთა შორის არჩევანს კორპორაცია დაახლოებით ერთ წელიწადში გააკეთებს.

"პროექტში ჩართვა სურს EBRD-ს, KFW-ს, SOCAR-ს და სხვადასხვა ორგანიზაციას. ჩვენ უნდა ავარჩიოთ საუკეთესო დაფინანსების პირობები, რომელსაც გამოვიყენებთ"-ამბობს თვალაბეიშვილი.

მისი თქმით, გაზსაცავი ექსპლოატაციაში 2021 წლისთვის უნდა შევიდეს. პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინვესტიცია 250-300 მილინი დოლარია.

"შესწავლამ აჩვენა, რომ დაახლოებით 250 მილიონიდან 300 მილიონ დოლარამე ეღირება გაზსაცავის მშენებლობა, თუმცა დაფინანსების ზუსტ მოცულობას პროექტის მეორე ფაზის პერიოდში დავაზუსტებთ"-აცხადებს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები